მთავარი ჩვენს შესახებ დეპარტამენტები კონტაქტი
ასგლუკანი ტაბლეტები / Asglucan
მედიკამენტები

ასგლუკანი ტაბლეტები / Asglucan

ტაბლეტი # 30. მწარმოებელი: Reform Pharma, თურქეთი

დაბრუნება მედიკამენტები-ში

საერთაშორისო დასახელება: (აქტიური ნივთიერება) მწარმოებელი კომპანია: Reform Pharma მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი გამოშვების ფორმა: ტაბლეტი # 30 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს ნივთიერების დასახელება რაოდენობა ვიტამინი C / L

ascorbic acid 60 მგ ბეტა -გლუკანი/ Beta 1,3/1,6 glucan 50 მგ თუთია /Zinc 5 მგ დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარბოქსიმეთილცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები. დახასიათება: ბიოლოგიურად აქტიური  საკვები დანამატის (ბად) ასგლუკანის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში არსებული კომპონენტებით. ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, აქვს გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები. ბეტა -გლუკანი არის ბუნებრივი წარმოშობის პოლისაქარიდი . თუთია - ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიკროელემენტია, რომელიც მონაწილეობს  თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესში. გამოყენების ჩვენებები და  რეკომენდაციები: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. რეკომენდებული დღეღამური დოზა და მიღების წესი: მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, სასურველია ჭამის წინ. სიფრთხილის ზომები: ბად-ი არ არის სამკურნალო საშუალება. არ არის განკუთვნილი  დაავადებების სამკურნალოდ. ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს (ბად)  არ შეუძლია ნორმალური, დაბალანსებული კვების შეცვლა. ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე დაავადებების და სამკურნალო საშუალებების მიღების დროს მიმართეთ ექიმს . არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღეღამურ დოზას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის პირობა: ინახება  არაუმეტეს  25 °C  ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში, ნესტისგან დაცულ ადგილზე. გამოშვების ფორმა: ასგლუკანის ტაბლეტები. თითოეულ ბლისტერზე 10 ტაბლეტი.  3 ბლისტერი (30 ტაბლეტი) შეფუთული მუყაოს კოლოფში ფურცელ ჩანართთან ერთად. კომპანია კომპანია: ასფარმა მისამართი: თბილისი, მეტეხის ქ. 22 ტელ: (995 32) 227 33 97; (995 32) 272 71 93 ელ. ფოსტა: [email protected] სად შევიძინოთ? ჩვენს შესახებ ვიდალი არის ქართული სამედიცინო პორტალი სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მედიკამეტების, კლინიკების, ექიმების და ჯანმრთელობის შესახებ. Vidal.ge -ს კონტაქტი [email protected] vidal.ge სოციალური მედია Facebook YouTube E-mail © 2010-2026 ვიდალი. ყველა უფლება დაცულია.