მთავარი ჩვენს შესახებ დეპარტამენტები კონტაქტი
აქსენი ფორტე 550მგ
მედიკამენტები

აქსენი ფორტე 550მგ

ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი პრეპარატი. აქტიური ნივთიერება — ნატრიუმის ნაპროქსენი 550 მგ. მწარმოებელი — ალი რაიფ ილაჩ სან ა.შ., სტამბული, თურქეთი.

შეძენა

დაბრუნება მედიკამენტები-ში

AKSEN FORTE™ ტაბლეტები — ნატრიუმის ნაპროქსენი 550 მგ

საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: Naproxen

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

  • აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის ნაპროქსენი 550 მგ
  • დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 101), სიმინდის სახამებელი, პოვიდონი PVP K 30, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება. ATC კოდი: M01AE02

ჩვენებები

  • მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი: ნევრალგია, იშიალგია, კბილის ექსტრაქცია, დისმენორეა, შაკიკი
  • რევმატოლოგიური დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი
  • ტრავმატოლოგია: ამოვარდნილობა, კუნთის გაგლეჯა და ტრავმები
  • პოდაგრის მწვავე შეტევები
  • ანთებითი ხასიათის ტკივილი უროლოგიასა და ოტო-რინო-ლარინგოლოგიაში

მიღების წესი და დოზები

  • ზომიერი ტკივილი / დისმენორეა: საწყისი დოზა — 1 ტაბლეტი, 6-8 საათის შემდეგ — 1 ტაბლეტი. მაქსიმალური დღეღამური დოზა — 1375 მგ.
  • რევმატოიდული ართრიტი / ოსტეოართრიტი: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს).
  • პოდაგრის მწვავე შეტევა: საწყისი დოზა — 1½ ტაბლეტი (825 მგ), შემდეგ ½ ტაბლეტი ყოველ 8 საათში.

გამოშვების ფორმა

550 მგ ტაბლეტები ბლისტერში — 1 ბლისტერი (10 ტაბლეტი).

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

გაიცემა: რეცეპტის გარეშე (ფარმაცევტული პროდუქტი III ჯგუფი).

მწარმოებელი

ალი რაიფ ილაჩ სან ა.შ., ბაშაქშეჰირი/სტამბული/თურქეთი