ფუნდოკორტი™ / Fundocort™
(10მგ + 1მგ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1. მწარმოებელი: Pharmactive Ilac San, თურქეთი
დაბრუნება მედიკამენტები-შისაერთაშორისო დასახელება: (აქტიური ნივთიერება) მწარმოებელი კომპანია: Pharmactive Ilac San მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი გამოშვების ფორმა: (10მგ + 1მგ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1 გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
უკუჩვენებები
პრეპარატის აქტიური ნივთიერებ ებ ის ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კანის ტუბერკულოზი, სიფილისის კანის მხრივი გამოვლინებები,კანის ვირუსული დაზიანებები(ჩუტყვავილა, სარტყლისებრი ლიქენი), ვარდისფერი აკნე(როზაცეა), პერიორალური დერმატიტი, ასევე კანის პოსტვაქცინაციური რეაქციები იმ უბნებზე, რომლებიც ექვემდებარებიან ფუნდოკორტი™ კრემით დამუშავებას.
განსაკუთრებული მითითებები
კანის ბაქტერიული ინფექციების დროს პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული; მსგავსი შემთხვევებისას აუცილებელია სპეციფიკური თერაპია. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენება სხეულის ზედაპირის დიდ ნაწილზე, ასევე ოკლუზიური ნახვევების გამოყენება საგრძნობლად ზრდის გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს. ბავშვებში გამოყენებისას, ასევე იღლიებისა და საზარდულის არეებზე დატანისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკის გაზრდის გამო. ასევე აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სისტემური აბსორბციის გაზრდა. ფუნდოკორტი ™ კრემის სახეზე დატანის დროს თავიდან უნდა იქნას არიდებული პრეპარატის თვალში მოხვედრა. როგორც სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების გამოცდილებიდან არის ცნობილი, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ შეიძლება გლაუკომის განვითარებამდე მიგვიყვანოს (მაგ.: ხანგრძლივი მკურნალობის ან მაღალი დოზების გამოყენების დროს, ოკლუზიური ნახვევების გამოყენების ან კრემის თვალის გარშემო უბანზე დატანის დროს). თითებშუა უბნების ინფექციების დროს მიზანშეწონილია თითებს შორის კრემით დაფარული მარლის სახვევის მოთავსება. ინფექციის რეციდივის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია პირადი ნივთების (პირსახოცის, ქვედა საცვლების - სასურველია ბამბის) ყოველდღიურად შეცვლა და გამოხარშვა. ჰიგიენის რეგულარული პროცედურები პრეპარატ ფუნდოკორტ™-ით წარმატებული თერაპიისთვის მეტად მნიშვნელოვანია. Tinea pedum -ის დროს მიზანშეწონილია თითებშუა უბნების ყოველდღიურად დაბანა და გამშრალება, ასევე აუცილებელია ყოველდღიურად წინდების გამოცვლა. იზოკონაზოლისა და მიკონაზოლის, ასევე ეკონაზოლისა და თიოკონაზოლის ერთდროული გამოყენებისას აღნიშნული იქნა ჯვარედინი რეზისტენტობა. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება დადგენილი არ არის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შესახებ ორსულობის პერიოდში არ არის საკმარისი ინფორმაცია. თუმცა, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების მეტად უმნიშვნელო სისტემური ზემოქმედების გამო, სავარაუდოა არასასურველი რეაქციების განვითარების დაბალი რისკი. როგორც წესი, ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ კორტიკოსტეროიდებს, არ უნდა დაინიშნონ ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულებსა და მეძუძურ დედებს პრეპარატი ფუნდოკორტი ™ შეიძლება დაენიშნოთ მხოლოდ შეფარდება რისკი/სარგებელის მაჩვენებლის შეფასების შემთხვევაში. ასევე თავიდან უნდა იქნას აცილებული კრემის გამოყენება კანის ზედაპირის დიდ უბნებზე და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და სხვა პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ინფორმაციაარ არის. გამოყენების წესი და დოზები ფუნდოკორტი™ კრემი კანის დაზიანებულ უბნებზე დაიტანება დღეში 2-ჯერ. კანზე ანთებითი ან ეგზემატოზური დაავადებების სიმპტომების ალაგების შემდეგ ან მკურნალობის დაწყებიდან მაქსიმუმ 2 კვირაში და კორტიკოსტეროიდების არშემცველი კრემის გამოყენებამდე ფუნდოკორტი™ კრემით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრეპარატის საზარდულისა და გენიტალიის უბნებზე გამოყენების შემთხვევაში. სპეციალური ჯგუფის ავადმყოფებთან დაკავშირებული დამატებითი მონაცემები თირკმლების/ღვიძლისუკმარისობა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების კანის დიდ უბანზე დატანა, ოკლუზიური ნახვევის გამოყენება ან ღვიძლის უკმარისობა შესაძლოა შექცევადი ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვის მიზეზი გახდეს სისტემური აბსორბციის გამო. პედიატრიული პაციენტები გვერდითი ეფექტების განვითარების რისკისა და სისტემური აბსორბციის გამო პრეპარატი ბავშვებს სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ.
გვერდითი მოვლენები
გკს-ის შემცველი კრემის კანის დიდ ზედაპირებზე (კანის ზედაპირის დაახლოებით 10% და მეტი) და ხანგრძლივი დროის განმავლობაში (4 კვირაზე მეტი) გამოყენებისას შესაძლოა შემდეგი გვერდითი რეაქციების გამოვლენა: კანის ატროფია, ტელეანგიექტაზიები, სტრიები, აკნეს მსგავსი დერმატიტი, ასევე აბსორბციით გამოწვეული სისტემური გვერდითი მოვლენები. კლინიკური კვლევების დროს განვითარებული არასასურველი რეაქციები მითითებულია ქვემოთ გამოვლენის სიხშირისა და ორგანოთა სისტემების მიხედვით. გვერდითი მოვლენების წარმოქმნის სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100 -დან <1/10 -მდე ); არცთუ ხშირად (≥1/1000 -დან <1/100 -მდე ); იშვიათად (≥1/10000 -დან <1/1000 -მდე ); ძალიან იშვიათად (<1/10000) ; უცნობი სიხშირით(არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასება შეუძლებელია). იმუნური სისტემის მხრივ იშვიათად: ალერგიული კონტაქტური დერმატიტი კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ იშვიათად: ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, პერიორალური დერმატიტი, კანის გაუფერულება, გამონაყარი; ადგილობრივი სიმპტომები: ქავილი, წვის შეგრძნება, ერითემა და ვეზიკულაცია (ბუშტუკების წარმოქმნა), გაღიზიანება, სიმშრალე, მაცერაცია, ოფლიანობა. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას წარმოქმნილი ეს მსუბუქი ხასიათის გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალია. მკურნალობის კურსის გახანგრძლივებისას ჩივილები არ აღნიშნულა. ლოკალური მკურნალობის შემდეგ წარმოქმნილი ადგილობრივი არასასურველი რეაქციები, როგორებიცაა ქავილი ან წვის შეგრძნება, შესაძლებელია გამოვლინდეს პაციენტების დაახლოებით 1%-ში. დიფლუკორტოლონის ვალერატის ადგილობრივი გამოყენებისას ადგილობრივი გაღიზიანება და წვის შეგრძნება პაციენტების 0,5-4% -ს აღენიშნება. გვერდითი ეფექტების განვითარება არ უნდა გამოირიცხოს იმ ახალშობილებში (მაგ.: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა პრეპარატის ორსულობის ბოლო კვირების განმავლობაში გამოყენებისას), რომელთა დედებიც ინტენსიურად და ხანგრძლივად მკურნალობდნენ ორსულობისა და ლაქტაციის დროს. დოზის გადაჭარბება სავარაუდოა, რომ დოზის გადაჭარბება კანზე ერთჯერადი გამოყენებისას (დიდ უბანზე, რაც აბსორბციას უწყობს ხელს) ან შემთხვევით გადაყლაპვა მწვავე ინტოქსიკაციის მიზეზი შეიძლება გახდეს. გამოშვების ფორმა ფუნდოკორტი™ კრემი 15გ, ალუმინის ტუბში. 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ვარგისობის ვადა 3 წელი არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ აფთიაქიდან გაცემის პირობა ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით. კომპანია კომპანია: ასფარმა მისამართი: თბილისი, მეტეხის ქ. 22 ტელ: (995 32) 227 33 97; (995 32) 272 71 93 ელ. ფოსტა: [email protected] სად შევიძინოთ? ჩვენს შესახებ ვიდალი არის ქართული სამედიცინო პორტალი სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია მედიკამეტების, კლინიკების, ექიმების და ჯანმრთელობის შესახებ. Vidal.ge -ს კონტაქტი [email protected] vidal.ge სოციალური მედია Facebook YouTube E-mail © 2010-2026 ვიდალი. ყველა უფლება დაცულია.